კორცხელის ინციდენტი

მაჭავარიანი კორცხელის ინციდენტზე: როგორც ჩანს, კალაძემ აჯობა კვირიკაშვილს

სამწუხაროდ, პრემიერმა თავისი განცხადებით დაადასტურა, რომ ხელისუფლება არ აპირებს, დასაჯოს ის დამნაშავეები, ზონდერები, რომლებიც გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს კორცხელში. ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება - დამნაშავეებს პასუხი აგებინონ და ასეთი ტიპის განცხადებებით თავიდან ირიდებენ პასუხისმგებლობას. ეს არის ნიშანი, რომ დამნაშავეები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, იქნებიან დაუსჯელები. როგორც ჩანს, კალაძემ აჯობა კვირიკაშვილს და რა პროგნოზიც ჩვენ გვქონდა, ამ დანაშაულზე პასუხს არავინ არ აგებს. საბოლოო ჯამში, ეს დააზიანებს საქართველოს იმიჯს, ეს დააზიანებს საქართველოს, რადგან აქ ნათელი მითითებაა, რომ დაპირისპირება შემოაქვთ საზოგადოებაში და მათ შორის, გიორგი კვირიკაშვილის ამ განცხადებით.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი კორცხელის ინციდენტის შესახებ პრემიერის განცხადებაზე. გიორგი კვირიკაშვილმა კორცხელის ინციდენტზე თქვა, რომ "პრემიერმინისტრების მხრიდან მითითება, "დააკავეთ", "დაიჭირეთ", "ნულოვანი ტოლერანტობა", ასეთი რაღაცეები საქართველოში აღარ იქნება და მოლოდინებიც ნუ გვექნება".

კომენტარები