რუსთავი 2-ის საქმე

პრეზიდენტი: დავინახეთ R2-ის წინააღმდეგ მობილიზებული მთელი პოლიტიკური სპექტრი

კულისებს მიღმა მიმდინარე თემები მიუღებელია ჩემთვისაც და ქართული საზოგადოებისთვისაც. როდესაც რაღაც დაგეშვა მიმდინარეობს პოლიტიკოსების მიერ, რაც ჩვენ შარშან დავინახეთ მობილიზებული მთელი პოლიტიკური სპექტრი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, რომელიც არის ყველაზე კრიტიკულიც, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ყურებადიც, კითხვის ნიშნები რჩება. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, მაღალი თანამდებობის პირს, ყველა სახელმწიფო მოხელეს, რომ გაიაზროს მნიშვნელობა, რომ მედიასთან ურთიერთობა არის საჭირო ძალიან ფრთხილად და თავის გადაწყვეტილებებში, კომენტარებში, შეხედულებებში იყოს უაღრესად ფრთხილი, იმიტომ, რომ ისინი რაღაც უბრალო მოვლენაზე კი არ საუბრობენ, ისინი საუბრობენ დემოკრატიის ქვაკუთხედზე.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთავი ორის საქმეზე.

კომენტარები