რუსთავი 2-ის საქმე

მიროტაძე: მოვუწოდებ მხარეებს, შეიტანონ სიცხადე მოსამართლე გუჯაბიძის საქმეში

ორივე მხარეს მოვუწოდებ, როგორც პროკურატურას, ისე ნიკა გვარამიას, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეიტანონ მეტი სიცხადე ამ საქმეში იმიტომ, რომ თუ ეს ასე არ არის, არავინ არ უნდა დაზარალდეს უსაფუძვლო ბრალდებების გამო. თუ დამტკიცდება, რომ ნამდვილად არის მსგავსი ფაქტი, მაშინ, ალბათ, დაინტერესდება გამოძიება ბევრად უფრო აქტიურად, თუ რასთან გვაქვს საქმე, რაც, შესაძლოა, გახდეს ამ კოლეგიის დაშლის საფუძველი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე მოსამართლე ნათია გუჯაბიძის შესაძლო თაღლითობის შესახებ ნიკა გვარამიას გავრცელებულ ინფორმაციაზე.

კომენტარები