რუსთავი 2-ის საქმე

კელი: აშშ-ში ოპოზიციური არხის მფლობელების შეცვლას საარჩევნო წელს არ დაუშვებდნენ

ძალიან ზოგადად ვიტყვი. სასამართლო საქმის კონკრეტულ დეტალებში ჩარევა უკანასკნელია, რაც შეიძლება მინდოდეს - ეს ჩემი მხრიდან უკიდურესად არასწორი იქნებოდა. უფრო ცხადი რომ იყოს, რას ვამბობ, ამერიკული კონტექსტიდან გამომდინარე გიპასუხებთ. ამერიკაში შეუწყნარებელი და მიუღებელი იქნებოდა საარჩევნო წელს (და ჩვენ ახლა საარჩევნო წელი გვაქვს) წამყვანი ოპოზიციური არხი სასამართლო დავის საგანი გამხდარიყო, რასაც შედეგად შესაძლოა არხის მფლობელებისა და მენეჯმენტის შეცვლა მოჰყოლოდა. ხელისუფლების სამივე შტო, სამოქალაქო საზოგადოება და მედია ყველაფერს იღონებდა, რომ საარჩევნო წელს მსგავსი რამ არ დაეშვა. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ლეგიტიმური, თუ მედია ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამ შემთხვევაში საუბარია არხზე, რომელიც ოპოზიციის მთავარ ხმას წარმოადგენს. შეერთებულ შტატებში ეს დაუშვებელი იქნებოდა. ვიმედოვნებ, ეს დაუშვებელი იქნება აქაც, საქართველოშიც.

აშშ-ის ელჩი იან კელი რუსთავი ორის საქმეზე.

კომენტარები