რუსთავი 2-ის საქმე

კობახიძე გუჯაბიძეზე: ეს შეიძლება, დედაშვილობის რაღაც პრობლემად განიხილო

მოსამართლე ნათია გუჯაბიძესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის დანაშაულს და თაღლითობას, როგორც იყო გაცხადებული, ნამდვილად ადგილი არ აქვს. ამ ხელშეკრულების დადებას შეიძლება, ერთი მორალური მხარე ჰქონდეს და შეიძლება, დედაშვილობის რაღაც პრობლემად განიხილო, მაგრამ სამართლებრივად ამ ხელშეკრულების დადებას არავითარი კანონის მიღმა ფარგლები არ აქვს. არც დისციპლინური დევნის საფუძველია და არც, მით უმეტეს, მოსამართლის აცილების. ყოველ შემთხვევაში, ესეც სასამართლოს შესაფასებელია.

ვიცეპრემიერი მანანა კობახიძე რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის, ნათია გუჯაბიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები