ივანიშვილის ინტერვიუ

მაისურაძე: ქვეყანა საკუთარ უცდომელობაში დარწმუნებული ფსიქოპათის ხელშია

სალომე ასათიანის ინტერვიუმ ივანიშვილთან, გარდა იმისა, რომ ცხადად აჩვენა, რომ ქვეყანა ერთი შეურაცხადი და საკუთარ უცდომელობაში დარწმუნებული ფსიქოპათის ხელშია, დაამსხვრია ის წარმოდგენა, რომ ასეთ ზეძალაუფლების მქონე თვითმპყრობელს შეგიძლია თვალებში ციცინისა და ლაქუცის ნაცვლად, ეკამათო, უხერხული კითხვები დაუსვა, გააწყვეტინო, მოკლედ, მისი ზეაღმატებულობა განაჯადოო და მას მისი რეალური სახე აჩვენებინო. რაც შეეხება უარყოფით რეაქციებსა და კომენტარებს სალომეს მიმართ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თუ ორთოდოქს მიშისტებს მიშას თაყვანისცემა რელიგიურ ხარისხში ჰყავთ აყვანილი, აღშფოთებული ქოცები უბრალოდ ანგარებიანი თვალთმაქცები არიან და ივანიშვილი მათთვის პირადი გამორჩენისა და ხეირის წყაროა და მას ფეხი რომ აუცდეს, პირველები დაუშენენ ქვებს.

ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმიანება.

კომენტარები