ჩაშლილი ფესტივალი

ბოტკოველი ფესტივალის ჩაშლაზე: პროტესტი იყო აბსოლუტურად სამართლიანი

შეიძლება რომ მონასტრის გვერდზე ასეთი დამანგრეველი მუსიკის ხმა ისმოდეს შაბათს საღამოს, როდესაც ლოცვაა?! ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქის მერია დაველაპარაკებით, როგორც ჩანს რაღაც გაუგებრობას ქონდა ადგილი. თუ სხვა აღმსარებლობის ადამიანებს ხელი არ უნდა შევუშალოთ და ყველანაირ კომფორტს ვუქმნით სხვა რელიგიის მიმდევრებს და არ შეიძლება ხელის შეშლა მართლმადიდებლებისთვის შეიძლება ხელის შეშლა მსახურების დროს?! როდესაც ტაძარში მსახურება მიმდინარეობს. თქვენ საერთოდ იცით ალბათ ხო ეს რა მუსიკა არის? ამ მუსიკას ისეთი გამაძლიერებლები უყენია, რომ მთლიანად მთელ ზაჰესში ისმოდა ალბათ ეს ხმა. ტაძრის სიახლოვეს რამდენიმე ათეულ მეტრში, რომ ასეთ მუსიკას ჩაურთავ არ უნდა ქონდეთ სამართლიანი პროტესტი ამასთან დაკავშრებით? პროტესტი იყო აბსოლიტურად სამართლიანი, როდესაც შენი ტაძრის მიმდებარედ, მითუმეტეს როდესაც ტაძარში მსახურება მიმდინარეობს, მე ვფიქრობ რომ რაღაც გაუგებრობას ქონდა ადგილი. აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნას ესეთი გარემოებები რომ არ შეეშალოს სხვას ხელი.მემგონი სახელმწიფოს საერთოდ კანონი აქვს მიღებული, რომ მაღალ ხმაზე მუსიკების დაკვრა არ შეიძლება. რაღაც შეზღუდვები არსებობს თუ არ ვცდები არ ვიცი. და როდესაც არის სამონატრო კომპლექსი მის სიახლოვეს ასეთი მუსიკის დაკვრა იმ დროს როცა მსახურება მიმდინარეობს ეს დასაშვებია?! ნორმად ითვლება ეს? ამიტომაც მატ გამოხატეს პროტესტი, მაგრამ მე როგორც გავიგე ამ პროტესტის გამო არ ჩაშლილა ეს ღონისძიება, დენი გამორთულა და ამის გამო ჩაშლილა, როგორც ვიცი... 

 

განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა ნეტგაზეთთან სატელეფონო საუბარში.

კომენტარები