ჯავახიშვილი: მე მომხრე ვარ საბჭოთა განათლების სისტემის

“
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი Palitra News-ის გადაცემაში 360 გრადუსი.
საოცარ რამეს გეტყვით, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოება ჩემგან ალბათ არ მოელის. მე მომხრე ვარ დღესაც საბჭოთა განათლების სისტემისა, რომელიც, რასაკვირველია, არ არის რუსული, ეფუძნება ისიც დასავლურ ფასეულობებს. უბრალოდ, საბჭოთა განათლების სისტემას ჰქონდა ერთი ძალიან სერიოზული ნაკლი, ყველაფერი პარტიულზე და კლასობრივ ბრძოლაზე იყო აგებული. მე ვთვლი, რომ სკოლამ ბავშვს უნდა მისცეს ისეთი მრავალმხრივი განათლება, როგორსაც იძლეოდა საბჭოთა სისტემა, როდესაც კარგად გასწავლიდნენ გეოგრაფიასაც, ისტორიასაც, ლიტერატურასაც. დასავლური განათლება, როგორც წესი, ცალმხრივია.
”
მოკლე ბმული:
კომენტარები