ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი: კორცხელის ინციდენტზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას

კორცხელის ინციდენტი იყო ძალიან სამარცხვინო. მე მმართველ გუნდსაც და მთლიანად საზოგადოებასაც მოვუწოდებდი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. ქვების სროლით მოვიდა ერთი გუნდი და იმით დაასრულა... ჩვენ სხვა ხელწერით მოვედით და ეს იყო სირცხვილი, იქ რაც მოხდა. რა თქმა უნდა, ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და მმართველ გუნდს. ეს უნდა გააცნობიერონ ძალიან კარგად და მეტი მოთმინება იქონიონ. მე დაწვრილებით არ ჩავღრმავდები იმ ფორმებზე - ვინ რა გააკეთა, ვინ ვინ მიიყვანა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი - საერთო ჯამში, ამან ძალიან დააზარალა ჩვენი სახელმწიფო. ერთი პლუსი შეიძლება ჰქონდეს ამას, რომ დასკვნები გააკეთონ, პრევენციები გააკეთონ და მეტი აღარ განმეორდეს. ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, მმართველმა გუნდმა, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. ეს იყო სირცხვილი.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, კორცხელის ინციდენტზე.

კომენტარები