რუსული ბაზარი

ივანიშვილი: რუსეთის ბაზარზე მთელი მსოფლიო თავს იკლავს

გავიხსენებ ზურა ჯაფარიძეს, რომელიც კრიტიკულად უყურებს რუსული ბაზრის გახსნას, რომ აი, აქ რომ არ დაგეხარჯათო, ევროპაში გააორმაგეთო, ვთქვათ, ექსპორტი. ნუ, ყველაფერს კრიტიკულად უყურებს, გასაგებია, ოპოზიციაშია, მაგრამ არასწორია. რუსეთის ბაზარზე თავს იკლავს მთელი მსოფლიო. მთელი ევროპა თავს იკლავს, რომ რუსეთის ბაზარზე პოზიცია ჰქონდეს და ჩვენ გვიკიჟინებენ, რომ - "არა, არ გინდათ ეს".

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

კომენტარები