ბოტანიკური ბაღი

ივანიშვილი: ბოტანიკურში ჰესის აშენება როგორ შეიძლება? მთავრობა ხელს არ მოაწერდა

იუმორით მომიყვნენ ეს ამბავი გუშინ. კარგია, ჰესი თუ შენდება, მაგრამ ერთ რამეს გავუსვათ ხაზი, რამდენადაც ასე წამოწიეს თემა, რომ ჰესს ვაშენებ ბოტანიკურ ბაღში. ბოტანიკურ ბაღში რანაირად შეიძლება ჰესის აშენება? მე როგორც გავიგე, ეს მოშორებითაა. თუ ვინმე ჰესს აშენებს, საუბედუროდ, მე არ ვმონაწილეობ ამაში. რომ ვმონაწილეობდე, ვიამაყებდი. არც ვიცოდი, აწეული თემისგან გავიგე. კარგია, თუ ვინმე ჰესს აშენებს, უნდა მივესალმოთ. მე არ მგონია, რომ ეს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის განადგურების ხარჯზე აშენდება, ასეთ სისულელეს არც კახი კალაძე და არც მთავრობის სხვა წარმომადგენელი ხელს არ მოაწერდა. ეს წინა ხელისუფლებას შეეძლო გაეკეთებინა.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ენმ-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე ბოტანიკურ ბაღში ჰესის აშენების შესახებ. აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბოტანიკურ ბაღში ჰესის მშენებლობა უარყო, თუმცა თქვა, რომ ბაღისგან მოშორებით "პატარა ჰესის" აშენების გადაწყვეტილება ცენტრალურმა ხელისუფლებამ ნამდვილად მიიღო.

კომენტარები