სასამართლო სისტემა

ივანიშვილი: ენმ-მ კეთილი ინებოს და პატივი სცეს კანონმდებლობას ქვეყანაში

ნაციონალური მოძრაობა შეჩვეულია, მიჩვეულია წლობით სიცრუეს და სიცრუეში ამყოფებდა საზოგადოებას, დღესაც გრძელდება და არავითარი საოცრება ამაში არაა. ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორც პარტიამ და მისმა წევრებმა, ძველებმა და ახლებმა, კეთილი ინებონ და მიეჩვიონ, პატივი სცენ კანონმდებლობას ქვეყანაში. ახლა რაღაც აქცია აირჩიეს, კანონით რაღაც არ მოსწონთ და სასამართლოს ტელევიზიით არჩევენ და მის განადგურებას ცდილობენ, ამასაც ვერ მოახერხებენ, ისევე როგორც ვერ მოახერხეს - გახსოვთ თქვენ, პირველ წელიწადს პროკურატორაზე იყო აწეული რა დონეზე თემა, იმის შემდგომ [იმაზე], რომ კრიმინალი გაიზარდა და პოლიციაზე იყო საშინელი ზეწოლა, პერმანენტულად [ამბობდნენ], რომ ეკონომიკა ჩამოიშალა და შანტაჟში ჰყავდა მთელი საზოგადოება. ეს ყველაფერი იყო სიცრუე, ახლა სასამართლო აირჩიეს და სასამართლოა თურმე საშინელი. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი სასამართლოზე.

კომენტარები