დაიცავი თავისუფლება

ჩერგოლეიშვილი: საჭიროა ევროპასთან ეკონომიკური წარმატების მაგალითები

მოგეხსენებათ, ახალქალაქის მკვიდრი მოსახლეობა, ეთნიკურად სომხები, მათი უმრავლესობა მუშაობს რუსეთში, ოჯახში ფულს გზავნიან და მეტ-ნაკლებად უკეთ ცხოვრობენ. ანუ ევროპასთან დაკავშირებული ეკონომიკური წარმატების მაგალითები გვჭირდება. ისე ამ ადამიანებთან მისვლა და ლექციების კითხვა არის უპასუხისმგებლობა. როდესაც უკეთეს მაგალითს შესთავაზებ, როდესაც ხალხი ხედავს, რომ ქვეყანა წინ მიდის, რაღაცა ვიბრაციაა, წინსვლის დინამიკაა ეკონომიკაში, ადამიანები იმედიანად არიან. ახლა არის ტოტალური უიმედობა. უნდა შეიქმნას იმის მაგალითები, რომ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგად იქ გაკეთდეს რაღაც ისეთი, რომ თუნდაც ოცმა ადამიანმა იხეიროს, ოცი ადამიანი დასაქმდეს. მაგალითებია საჭირო იმისთვის, თუ რატომ არის ევროპა კარგი. რამდენიმე წლის წინ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. შეუძლებელია, რომ ამ ხნის მანძილზე მთავრობას მოენდომებინა და ვიღაცას ამითი ესარგებლა. მცირე მაგალითებიც საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანებს იმედი მიეცეთ

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები