სასამართლო სისტემა

აბაშიშვილი: პარლამენტმა ვერ მოახერხა, მურუსიძე შეეცვალა დოლიძით

დღეს პარლამენტმა ვერ მოახერხა, მურუსიძე შეეცვალა დოლიძით. პარლამენტმა ვერ გაბედა, მხარი დაეჭირა პროფესიული ნიშნით წარმოდგენილი კანდიდატურებისთვის. ფაქტობრივად, ამით პარლამენტმა მოახდინა უზენაესი სასამართლოს პარალიზება. დღეს საქართველოს პარლამენტი, უმცირესობა, უმრავლესობა, ყველა ერთად დამარცხდა სასამართლოს გაძლიერების საკითხში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების ჩაგდებაზე.

კომენტარები