უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

უსუფაშვილი: ვწუხვარ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არ დაამტკიცეს

თუ დღეს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არ დაამტკიცა, ამის გამო ვწუხვარ. ვწუხვარ ორი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ სამივე წარდგენილ კანდიდატურას ჩემი ხმა ჰქონდა და ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადე. ეს ერთი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საფუძველი მაქვს ვწუხდე, იმიტომ, რომ ამით უზენაესი სასამართლო რჩება ბოლომდე დაუკომპლექტებელი - ეს არ არის სასურველი მოვლენა. თან, ეს პროცესი გაიწელა უკვე ორ თვეზე მეტია. მინდა, იმედი ვიქონიო, რომ გაგრძელდება ეს ეტაპი, პრეზიდენტს აქვს განმეორებით კანდიდატების წარმოდგენის საშუალება, შესაძლებლობა და იქნებ, მოვახერხოთ და მალე დავაკომპლექტოთ სასამართლო. ყველასთვის აბსოლუტურად მისაღები კანდიდატები მსოფლიოში არ არსებობენ. ჩვენ უნდა ვიყოთ მონდომებული იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები ერთმანეთისკენ. ასე ხერხდება ხშირად. მაგალითად, ერთი კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მოხერხდა ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა და ეს იყო სწორი. იმედი მაქვს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთანაც ამას როგორმე მოვახერხებთ.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატები ჩაგდებას გამოეხმაურა. დავით უსუფაშვილის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები