რუსთავი 2-ის საქმე

წულუკიანი რ2-ის საქმეზე: წარმოდგენა არ მაქვს რა დევს საქმეში

წარმოდგენა არ მაქვს რა დევს საქმეში და არც ის ვიცი რომელი მოსამართლე გარეგნულად როგორ გამოიყურება და ვის რა სახელი ჰქვია. მე პატივს ვცემ იმ სასამართლოს, რომელიც დღეს არსებობს. ბატონ ნიკას [გვარამია], მე ბევრჯერ ვთქვი, ამ ემოციურ ფონზე შეუძლია ძალიან ბევრი რამ დამაბრალოს. სასამართლო გადაწყვეტილება ერთადერთი, რაც მედიაში გამოქვეყნდა, ამასწინათ, რამდენიმე თვის წინ, ვნახე და ჩემი აზრიც ვთქვი, რომ როღაც ფილოსოფიურ დოქტრინას უფრო ჰგავდა, ვიდრე სასამართლოს მოტივირებულ გადაწყვეტილებას. სასამართლო არის ჩემგან დამოუკდიებელი. ამისთვის ვიბრძოდი მე მრავალი წელი, ეს მიღწეულია

იუსტიციის მინისტრი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ტელეკომპანიის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია პანორამას მიეკუთვნა.

კომენტარები