დიდი და წმიდა კრება 2016

მ. გრიგოლი: რა მოხდა 2 კვირაში, რაც წმიდა სინოდმა უნდა ვიცოდეთ და არ ვიცით?!

დღეს, გასული შეკრებიდან სულ რაღაც ორი კვირის თავზე კვლავ შეიკრიბა წმიდა სინოდი, ამჯერად უკვე საგანგებო რეჟიმში, და ვიხილავთ ერთად-ერთ საკითხს: წავიდეს თუ არა საქართველოს ეკლესიის დელეგაცია საერთო მართლმადიდბლურ შეკრებაზე კუნძულ კრეტაზე. დღეს განმეორებითი მსჯელობის საგანი გახდა კეტაზე წასვლა-არწასვლის თემა, როცა გასულ სხდომაზე უკმაყოფილებაც კი იგრძნობოდა მათ მიმართ, ვინც სხვადასხვა მიზეზებით უარი განაცხადა გამგზავრებაზე. ახლა მე ვსვამ კითხვას: ამ ორი კვირის განმავლობაში რა მოხდა ისეთი, რაც გახდა სინოდის საგანგებოდ შეკრების მიზეზი? რასთან გვაქვს საქმე? ხომ არ ხდება რამე ისეთი, რაც ჩვენ, სინოდის წევრებმა უნდა ვიცოდეთ და არ ვიცით? რაც აქ მოვისმინე, სიახლეს არ წარმოადგენს და თუ ორი კვირის წინ დადებითად შეფასდა სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაო დიდი და წმიდა კრების წინა მოსამზადებელ პერიოდში და გადაწყდა საქართველოს ეკლესიის დელეგაციის გამგზავრება, დელეგაციის წევრთა სიაც კი დაზუსტდა, რა მოხდა ამ მოკლე ხანში ისეთი, რაც წმიდა სინოდის სრულმა შემადგენლობამ უნდა ვიცოდეთ და არ ვიცით?!

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა, 10 ივნისის წმიდა სინოდის სხდომაზე წარმოთქვა სიტყვა, სადაც 16-26 ივნისს დაგეგმილ დიდ და წმიდა კრებაზე საქართველოს მარტლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის გამგზავრებას დაუჭირა მხარი. მეუფე გრიგოლმა წმიდა სინოდის სხდომაზე განაცხადა, რომ კრეტის კრებაზე არწასვლით ეკლესია გააძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს, რომ ის რუსეთის ორბიტაზე რჩება. საბოლოოდ წმიდა სინოდმა მიიღო კრებაზე არწასვლის გადაწყვეტილება

კომენტარები