ივანიშვილი ტაბულას: ვერ მოხდება ის, რომ შემაჩერონ და დაბრუნდეს ძველი ტაშ-ფანდურა

დააპატიმრებენ თუ არა ჩემს ანგარიშებს? ეს არის კითხვა? ხომ არ გავჩერდე, ხომ არ მოვუშვა ნაციონალური მოძრაობა ტაბულასთან ერთად. თავისუფალ მედიასთან ერთად და ხომ არ დავაბრუნოთ უკან სააკაშვილი? ამას მეკითხებით, ჰო? ვერ მოესწრებით მაგას, შვილო. არ გაჩერდება ქართველი ხალხი, არ გავჩერდები არც მე, და უკან ვეღარ შემოაბრუნებთ ვერაფერს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ იმ კონგრესმენის განცხადება იყო სირცხვილი, მაგრამ თქვენს ოცნებას ამით არაფრით არ შეესხმება ფრთები. აი, ვერაფრით ვერ მოხდება ის, რომ მე შემაჩერონ და დაბრუნდეს ძველი ტაშ-ფანდურა, რაც იყო და ის ხალხი ისევ გაიგდონ ფეხქვეშ, როგორც ჰქონდათ გაგდებული. და ის ცოცხების ინდუსტრია აღარ შემობრუნდება საქართველოში. ტყუილად იმედი გაქვთ თქვენ.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტაბულას კითხვაზე, რომელიც მაგნიტსკის აქტს და ივანიშვილის აქტივების გაყინვის შესახებ კონგრესმენ სტივ რასელის განცხადებას ეხებოდა. ტაბულამ ივანიშვილს შეახსენა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები არაფორმალურ მმართველობაზე, პოლიტიკურ პატიმრებზე, მედიის თავისუფლებაზე, და ჰკითხა, თავს საფრთხეში ხომ არ იგდებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები