ვანო მერაბიშვილის საქმე

ბოკერია სტრასბურგზე: როგორც ჩანს, ვერავინ გაბედა ივანიშვილისთვის ამის თქმა

ცოტა ხნის წინ მითხრეს და უნდა დავაზუსტო - მართლა ასე მძიმედ არის საქმე თუ არა. იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ყოველდღე გვაკვირვებს. ივანიშვილისთვის უკითხავთ ამ საქმის შესახებ და უთქვამს, ეს მოგონილი და ტყუილიაო. როგორც ჩანს, ვერავინ გაბედა მისთვის ეთქვა, რომ ეს მოხდა ან მოხდება. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რა მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, რომელსაც დღეს ეს ადამიანი და მისი პოლიტიკური მონების გუნდი მართავს. რაც შეეხება საქმეს, ბატონმა დავითმა [ბაქრაძემ] ისაუბრა ამომწურავად, იქამდე ისაუბრა ოთო კახიძემ, რომელიც ამ საქმეს მისდევდა, როგორც ადვოკატი, სანამ პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოვიდოდა. მე დავამატებდი რამდენიმე საკითხს, შეჯამების სახით - ევროპის სასამართლოს მთელი ისტორიის განმავლობაში საქმეები, სადაც მე-18 მუხლი, ანუ მუხლი დისკრიმინაციის და ამ შემთხვევაში პოლიტიკური დისკრიმინაციის მუხლი, იქნა დადგენილი დარღვეულად, არის სულ 7. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ფიგურას, პოლიტიკურ ლიდერს, ყოფილ პრემიერს, დაუდგინეს, რომ მასთან მიმართებით დაირღვა მე-18 მუხლი. ანუ დისკრიმინაციას აქვს ადგილი, ამ შემთხვევაში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას, ანუ ის არის პოლიტიკური პატიმარი. და ბოლოს, ჩვენს მეზობელ, მეგობარ ქვეყანაში, აზერბაიჯანში რამდენიმე საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ანალოგიურ შემთხვევაში, მთლად ანალოგიური არ იყო, ის არ იყო პოლიტიკოსი, სასამართლომ ამ მუხლის დარღვევა დაადგინა და ჯაფაროვი გაათავისუფლეს. უბრალოდ, კონტექსტი რომ მივცეთ იმ ხალხს, რომელიც უტიფრად საუბრობდა მოგონილ იურიიდიულ დეტალებზე და სიცრუეზე, ვგულისხმობ იუსტიციის მინისტრს, რომელიც ივანიშვილის გამორჩეული პოლიტიკური თოჯინაა.

ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია ვანო მერაბიშვილის საქმის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

კომენტარები