ლუცენკო: იანუკოვიჩმა ციხეში ჩამსვა, რათა ქვეყნის სუვერენიტეტი გაენადგურებინა

მე მაშინვე ვთქვი, რომ ეს საქმეები იყო აბსულუტურად იდენტური. იანუკოვიჩს ეშინოდა ჩემი და ტიმოშენკოსი და ჩაგვსვა ჩვენ ციხეში, რათა გაენადგურებინა ქვეყნის სუვერენიტეტი, თუმცა მას ეს არ გამოუვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჰქონდა მიზნად საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის შემთხვევაშიც. ეს დღეს უკვე არის იურიდიულად დამტკიცებული ევროსასამართლოს მიერ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და თავად მერაბიშვილი პოლიტპატიმარია. მე არ გავავლებ პარალელებს იანუკოვიჩსა და ივანიშვილს შორის, ეს ჩემი კომპეტენცია არაა, ეს ქართველი ხალხის კომპეტენციაა

უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იური ლუცენკო რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში მერაბიშვილის საქმეზე
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები