მერაბიშვილის საქმე

ბესელია: კითხვა ყველამ იცის, ევროსასამართლოს არ უთქვამს, რომ ის პოლიტპატიმარია

ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ თქვა ის, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი. ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის უკანონო პატიმარი. დიახ, წერა-კითხვა ყველამ იცის და ვინც კარგად კითხულობს, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, ძალიან მარტივად ნახავს, რომ  მსგავსი რამ არათუ არ უთქვას ევროპის სასამართლოს, უფრო მეტიც, მან თქვა, რომ არ დარღვეულა  ევროპული კონვენციის მე-5.1 მუხლი. ეს არის ის მუხლი, რომელიც იყო გასაჩივრებული და ეხება პატიმრობის კანონიერების საკითხს

ქართული ოცნების წევრი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში მერაბიშვილის საქმეზე

კომენტარები