ბიძინა ივანიშვილი

ლომაია: ბიძინა ივანიშვილი და პოლიკარპე კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერის" გმირები

ძლიერი მხატვრული სახე უნივერსალურია, ის დროისა და სივრცის მიღმა არსებობს. უბრალოდ, ზოგჯერ დამთხვევები იმდენად სიტყა-სიტყვიერია, რომ, ამ სახეების ავტორსაც კი გაეღიმებოდა, რომ მოესმინა. მაშ ასე, ბიძინა ივანიშვილი და პოლიკარპე კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერის" გმირები:

"რა არის ადამიანი?! ეს არის უდიდესი გამოცანა. ჩემსავით ეს ვის გაუგია, ან ვინ ჩამწვდარა ცხოვრების შინაარსში?!" - ტიტე ნატუტარი.
"რა არის ადამიანი? რა უნდა ადამიანს? რა არის მიზანი მისი ყოფის? მე მოვახერხე, ვნახე, თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა" - ბიძინა ივანიშვილი.

"მე ახლავე შემიძლია დავჯდე და დახუჭული თვალით დავწერო ბედნიერი სახელწმიფოს სრული კონსტიტუცია" - ტიტე ნატუტარი.
"აესეთი ტიპის კონსტიტუცია წარმომიდგენია მე, ესე იგი, მძიმე და მკაცრი, [...] ალბათ ვერ შევა, სხვა ფინანსური და სხვა ტიპის, რაც შეიძლება იყოს, ალბათ, უნდა შევიდეს" - ბიძინა ივანიშვილი.

"...მე კი, მე ბუნებით თვითონაც სარდალი ვარ. მხოლოდ ტყუილად სხვებს ავყევი და შეუჩერებლად შევიჭერი ფილოსოფიაში!" - ტიტე ნატუტარი.
"მეც მინდოდა ჩემი კვლებით ჩავწერილიყავი იმ [მეცნიერების] სიაში და მომეხერხებინა დამერწმუნებინა განვითარებული ქვეყნების მეთაურები იმაში, რომ..." - ბიძინა ივანიშვილი.

"ქვეყანამ იცის, ბატონო, ჩემი ვაჟკაცობა, რამდენჯერ სახრჩობელას გადავურჩი. რევოლუციამ სწორედ ყელზე მომხსნა თოკი, მარა უარესში კი ჩამაბა, ჯერ ფრონტზე იმდენ ჯარს პატრონობა გავუწიე, რევოლუცია და ჩემი თავი გავაცანი, მერე იქიდან აქამდე ვატარე გზაზე-უგზურზე და ხალხი უკლებლივ მოვიყვანე. ეს ყველაფერი ერთმა კაცმა ვქენი. მაგრამ, რისთვის გადავიტანე ამდენი შრომა და გაჭირვება? სულ იმისთვის, რომ თქვენ, როგორც ბედნიერ მთავრობას, სამსახური გაგიწიოთ, თუკი დამიმადლებთ" - ყვარყვარე თუთაბერი.
"კიდევ ერთჯერ შევახსენებ საქართველოს მოსახლეობას, რამდენად სუფთაა ჩემი წარსული, რამდენად უმწიკვლო და უდანაშაულო წარსული გამაჩნია მე" - ბიძინა ივანიშვილი.

"როგორც არ უნდა შეიცვალოს მთავრობა, სულ ერთია, ვინც იქნება, თავი მე უნდა დამიკრას" - ყვარყვარე თუთაბერი.
"მე სამოქალაქო საზოგადოებაში მივდივარ და იქიდან გავაკონტროლებ მთავრობას" - ბიძინა ივანიშვილი.

გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი და უშიშროების ყოფილი მდივანი კახა ლომაია ბიძინა ივანიშვილის შესახებ

კომენტარები