არჩევნები 2016

ბაქრაძე: არ არსებობს ძალა, რომელსაც იმდენი ისწავლა და გააკეთა, რამდენიც ჩვენ

თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომელმა ძალამ ისწავლა რამე, არ არსებობს ძალა, რომელსაც იმდენი აქვს ნასწავლი და გაკეთებული, რამდენიც ჩვენ. ჩვენ თავის დროზე ვისწავლეთ შევარდნაძის შეცდომებზე და ამიტომ შევძელით ამდენი რამის გაკეთება 2004 წელს. ჩვენ 2012 წელს ვისწავლეთ ჩვენს საკუთარ შეცდომებზე და ამიტომ შევძელით, რომ არ დავშლილიყავით, არ გავმქრალიყავით და დღეს გვებრძოლა გამარჯვებისთვის. ვენ 2016 წელს ვისწავლეთ ქართული ოცნების შეცდომებზე და ამიტომაც გავიმარჯვებთ 2016 წლის არჩევნებზე. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, რა სჭირდება ქვეყანას და როგორ წავიყვანოთ ქვეყანა წინ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე საგარეჯოში, ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილის წარდგენისას.

კომენტარები