ვანო მერაბიშვილის საქმე

ხოშტარია: ხელისუფლების დამოკიდებულება სტრასბურგის მიმართ ძალიან აგდებული იყო

ხელისუფლების დამოკიდებულება ამ საქმის [ვანო მერაბიშვილის განცხადება მისი საკნიდან გაყვანის შესახებ] მიმართ, სამწუხაროდ, გამოვლინდა. გამოვლინდა მაშინ, როდესაც გამოძიება შეეძლოთ, ვალდებულები იყვნენ, ხელი დააფარეს და არ მოინდომეს ეს გამოძიება. მათი დამოკიდებულება სტრასბურგის მიმართ ძალიან აგდებული და არასერიოზული იყო. რა თქმა უნდა, არანაირი იმედი იმისა, რომ ეს იქნება სერიოზული პასუხი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, პასუხი, რომელიც შეეფერება დემოკრატიულ, ცივილიზებულ სახელმწიფოს, ჩვენ არ გვაქვს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ელენე ხოშტარია ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ.

კომენტარები