ვანო მერაბიშვილის საქმე

ომბუდსმენი მერაბიშვილზე: ყველა უნდა დაიკითხოს, ვისაც საქმესთან შეხება ჰქონდა

ჩვენ პირველივე დღიდან ვაცხადებდით, რომ ამ ფაქტთან [ვანო მერაბიშვილის განცხადება მისი საკნიდან გაყვანის შესახებ] დაკავშირებით გამოძიება უნდა დაწყებულიყო. ამაზე არაერთი განცხადება გავაკეთეთ, სახალხო დამცველის ანგარიშებში იყო შესული ასევე ეს საკითხი და მეორდებოდა თითქმის ორი წლის განმავლობაში. მისასალმებელია, თუკი როგორც იქნა, საბოლოო ჯამში, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ეს პროცესი დაიწყო. გამოძიება დაწყებულია ფაქტთან დაკავშირებით, ყველა ის პირი უნდა დაიკითხოს, რა თქმა უნდა, ვისაც რაღაც შეხება ამ ინციდენტთან ჰქონდა.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ.

კომენტარები