საკონსტიტუციო სასამართლო

ივანიშვილი: მე რჩევა არ მიმიცია უსუფაშვილის საკონსტიტუციოს თავმჯდომარეობაზე

მე რატომ უნდა განვიხილო [დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციოს თავმჯდომარედ]? სად ვრცელდება? ეს ერთი და იგივე არ არის. ნუ ამახინჯებთ ვყველაფერს. რჩევის მიცემა არ ნიშნავს დანიშვნას. ეს სხვადასხვა რამეა და ისევ კითხვას ამახინჯებთ. მე თქვენგან მესმის ეს ყველაფერი და არაფერი არ ვიცი. ნუ ცდილობთ, კითხვები დასვათ ინტრიგული და მერე მოაყოლოთ იმას, რომ აი, ივანიშვილმა თქვა, რომ კარგი თავმჯდომარე იქნებოდა უსუფაშვილი. კითხვაშივე არის სიმცდარე და სიცრუე. რომ მე არავითარი რჩევა არ მიმიცია უსუფაშვილის თავმჯდომარეობაზე არსად. შესაბამისად, მაგის გაგრძელება რომ გინდათ ახლა ვთქვა, რომ "როგორი თავმჯდომარე იქნება" და მერე მიკიბვ-მოკიბვა, რომ როგორც იცით კარგად, მერე მიაბავთ, რომ"აი, ივანიშვილმა მისცა რჩევა და თურმე უსუფაშვილი იქნება კარგი თავმჯდომარე". აი, ივანიშვილმა თქვა, რომ თურმე უსუფაშვილი აურჩევია უკვე ივანიშვილს თავმჯდომარედ. გასწრებთ უკვე განცხადებას წინასწარ, პრევენციას ვუკეთებ თქვენს სიცრუეებს. ამას ესე იტყოდით, რომ "აი, ივანიშვილს შევეკითხეთ, უსუფაშვილს ირჩევდა თუ არა". მიუხედავად ჩემი პასუხისა, შემდგომ პასუხს კითხვაზე, რომ "უსუფაშვილი როგორი თავმჯდომარე იქნებოდა", მე გეტყოდით, "კარგი". აი, "ივანიშვილმა მისცა რჩევა და უსუფაშვილი უკვე დანიშნა" - ასე გააცხადებდა რუსთავი 2. დაანებეთ სიცრუეს თავი და დაეხმარეთ მოსახლეობას, რომ გაერკვეს რეალობაში.

ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საკონსტიტუციოს თავმჯდომარედ დავით უსუფაშვილი განიხილება.

კომენტარები