რუსთავი 2-ის საქმე

ჩერგოლეიშვილი: ივანიშვილი ჩვენზე ძალადობის გარეშე R2-ის შენობაში ვერ შემოაღწევს

ცირკი, რომელიც სასამართლოში გაიმართა, სასამართლო არ არის. მას არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია, ყველა იურისტი თანხმდება ამაზე ფაქტოობრივად, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის სამსახურში არიან. ჩვენ გვაქვს გეგმა, უარესი სცენარისთვისაც მზად ვართ და უკეთესი სცენარისთვისაც. მოგეხსენებათ, საქმე არის საკონსტიტუციო სასამართლოში. შესაბამისად, ჩვენ არ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს იმის შესაძლებლობას, რომ ძალიან მაღალი ფასის გარეშე, კონკრეტულად ჩვენზე ძალადობის გარეშე შემოაღწიოს ამ შენობაში.

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმის გადაწყვეტილების 12 დღეში მომზადებასა და მხარეებისთვის ფოსტით გაგზავნაზე.

კომენტარები