რუსთავი 2-ის საქმე

რ2-ის ადვოკატი: სააპელაციო სასამართლო მუხლს არასწორად განმარტავს

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა. კერძოდ, მან მიუთითა 259-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილზე, რომლითაც სასამართლო განსაზღვრავს, რომელ პირებს ეგზავნებათ უშუალოდ სასამართლოსგან გადაწყვეტილებები. სასამართლომ თქვა, რომ აღნიშნული ნორმა არ გამორიცხავს იმას, რომ სხვა კატეგორიის პირებსაც(მაგალითად, რუსთავი 2-ს) გაუგზავნოს. სააპელაციო სასამართლოს მივუთითებთ, რომ 259-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოში გამოცხადდეს არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა და ჩაიბაროს გადაწყვეტილება, ხოლო მეორე ნაწილი ადგენს რომელი მხარე არ არის ვალდებული გამოცხადდეს, კერძოდ, ესენი არიან სოციალურად დაუცველები და სხვა კატეგორიის პირები. ამ დროს გადაწყვეტილებას სწორედ სასამართლო აგზავნის. შესაბამისად, განმარტება, რომ მეორე ნაწილის მიხედვით სასამართლოს უფლება არ იყო შეზღუდული და შეეძლო გადაწყვეტილების გამოგზავნა, აბსურდია.

რუსთავი 2-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ განცხადებაზე.

კომენტარები