Brexit

მეჭიაური: ერთსქესიანთა ქორწინება, რელიგიის დევნა ევროკავშირის მოთხოვნებში არაა

ზოგიერთებს სურთ, ევროკავშირს დაუკავშირონ ყველა ის, რისი გაკეთებაც უნდათ საქართველოში. დავუშვათ, თითქოს ევროკავშირის მოთხოვნებია ეს ყველაფერი. სინამდვილეში ასე არ არის. მე მგონია, რომ თუნდაც იგივე თემები, რომელიც უკავშირდება ერთსქესიანთა ქორწინებას, სხვადასხვა რელიგიის დევნას, იგივე ტრადიციული რელიგიის შეურაცხყოფას, არ მგონია, სადმე ეწეროს ევროკავშირის მოთხოვნებში, რომ მაინცდამაინც ეს საქართველომ უპირობოდ უნდა შეასრულოს. მაგრამ გარკვეული გრანტებით დაფინანსებულ გარკვეულ ჯგუფებს სურთ, ეს ყველაფერი შეფუთონ ისე, თითქოს ეს ფასეულობები აუცილებელი ატრიბუტია ევროკავშირში შესასვლელად. ამიტომაც, რეფერენდუმი დიდ ბრიტანეთში გარკვეულ გადაფასებებს მოახდენს როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ტაბულასთან საუბარში.

კომენტარები