ეროსი კიწმარიშვილის საქმე

ძიძიგური კიწმარიშვილზე: სხვა ვერსია თავის დროზე მიეწოდებინათ პროკურატურისთვის

დაშვებების სფეროთი თუ წავალთ, შეიძლება მთელი შეთქმულებების თეორიები ჩამოვაყალიბოთ. პროკურატურა აქ რა შუაშია? პროკურატურას აქვს თავისი ფუნქციები. პროკურატურამ ამოიღო იარაღი, ამოიღო ტყვია, ამოიღო მასრა, დაადგინა ტრაექტორია, ჩაატარა ექსპერტიზა და ყველაფერი ემთხვევა თვითმკვლელობის ვერსიას. თუკი რაიმე სხვა ვერსია არსებობს, თავის დროზე უნდა მიეწოდებინათ პროკურატურისთვის. პროკურატურის გასაკეთებელი რაც იყო, ყველაფერი გააკეთა. პროკურატურას მეტი რა შეუძლია? თუ ვინმეს აქვს რაიმე სხვა ტიპის მოსაზრება, ალბათ, ამ პროკურისთვის უნდა მიემართა, სანამ დაიხურებოდა საქმე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის დეპუტატი ზვიად ძიძიგური ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე.

კომენტარები