ჯავახიშვილი: ჩვენთან ყველა რეგიონში 2, 3 და 4 უნივერსიტეტია - ეს მარაზმია

ვერ დაგეთანხმებით, რომ უნივერსიტეტები ყველა სოფელში უნდა იყოს, სამწუხაროდ ბაკურციხეშიც კი არის უნივერსიტეტი, ეს ჩემი მოსაზრებაა, რასაკვირველია. ყველა ქვეყანაში უნივერსიტეტები არის ან მსხვილ, ან საუნივერისტეტო ქალაქებში. ჩვენთან ყველა რეგიონში 2, 3, 4, ზოგან მეტი უნივერსიტეტია, ბოდიშს ვიხდი განათლების სამინისტროსთან, თუ მისი მესვეურები არ დამეთანხმებიან, ეს მარაზმია. საქართველოს იმდენი რესურსი არ აქვს, მათ შორის, არც ფინანსური და არც ინტელექტუალური რომ საუნივერსიტეტო ქალაქები აშენოს. თბილისში თუ ბევრი უნივერსიტეტია (სიმართლე გითხრათ, ესეც ვერ ეტევა ჩემს ლოგიკაში), ერთი და იგივე პროფესორები ერთიდან მეორე უნივერსიტეტში გადადიან და როგორ წარმოდგიდგენიათ, აქედან ზუგდიდსა და დედოფლისწყაროში როგორ უნდა იარონ ამ ლექტორებმა?!

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი უმაღლესი განათლების სისტემაზე PALITRANEWS-ის ეთერში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები