რუსთავი 2-ის საქმე

გვილავა R2-ის საქმეზე: ეს არის უსირცხვილო, დაუფარავი, შერჩევითი სამართალი

სააპელაციო სასამართლოს მოქმედება უპრეცედენტო იყო, აქამდე მსგავსი მოქმედება სასამართლოს არ განუხორციელებია. უფრო მეტიც, ათასობით საქმეა სასამართლოში, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება გადაწყვეტილებას და ეს ვადები ძალიან დიდი ხნის გასულია და ადვოკატები, წარმომადგენლები, მოითხოვენ, რეკავენ მოსამართლეების თანაშემწეებთან და საქმეებს ვერ იღებენ. ძალიან გასაკვირია, როცა განსხვავებული მიდგომა იკვეთება რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. ეს არ არის სწრაფი მართლმსაჯულება, როცა გამონაკლისს უშვებენ მხოლოდ რუსთავი 2-ის შემთხვევაში, ეს არის შერჩევითი სამართალი და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ხდება აბსოლუტურად უსირცხვილოდ და დაუფარავად.

სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ისთვის საკუთარი ინიციატივით ჩაბარებულ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი, გიორგი გვილავა ეხმიანება

კომენტარები