საქართველოს მართლმადიდებელი ეკელსია

პატრიარქი: ჩემი გარდაცვლილი ძმა გამომეცხადა და მითხრა, შენთვის ვლოცულობო

თქვენს წინაშე დასვენებულია საქართველოს დიდების ხატი. იგი ჩემი მშობლების ხატია. მე დაბადებულიც არ ვიყავი, როდესაც ეს ხატი ჩემს ოჯახში იყო და ყოველ დილა-საღამოს ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები ლოცულობდნენ მის წინაშე. რამდენი წმინდანიც არის ხატზე, იმდენჯერ მუხლს იყრიდა ხოლმე მამაჩემი და ევედრებოდა მშვიდობასა და სიკეთეს. ეს ხატი განსაკუთრებულია იმითაც, რომ მე მყავს გარდაცვლილი უფროსი ძმა თეიმურაზი. როცა ის უკვე მძიმედ ავადმყოფი იწვა ლოგინში, დამიძახა და მეუბნება, ირაკლი, შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთანო. ვინ მეთქი და წმინდა ნინოო. წმინდა ნინო გამოეცხადა მას გარდაცვალების წინ. თეიმურაზი გამომეცხადა სიზმარში და ვკითხე, ლოცულობ ჩემთვის მეთქი და მითხრა, ვლოცულობო. მაჩვენა ამ ხატზე და თქვა, რომ ეს ხალხი, ეს ეზო (რატომღაც ასე თქვა), ყველა ლოცულობსო. ამიტომ მათი ლოცვით ვართ ჩვენ ვინცა ვართ და რაცა ვართ

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას

კომენტარები