მაგდა პაპიძის საქმე

ძველიშვილი პაპიძის საქმეზე: მედიამ ყველაფერი უაპელაციოდ არ უნდა გააშუქოს

მაგდა პაპიძის მიმართ, ფაქტობრივად, საზოგადოებრივი აზრი შეიქმნა და ყველას ჩამოუყალიბდა თავისი მოსაზრება - ყველას თუ არა, უმრავლესობას და ამაში, ცხადია, დიდი როლი ითამაშა მედიამ. პროკურატურას აქვს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ დახურული სხდომიდან გაასაჯაროვა დეტალები, მაგრამ მედიას ეკისრება ცალკე პასუხისმგებლობა. ყველაფერი, რაც მედიას ხელში ჩაუვარდება, არ ნიშნავს იმას, რომ ასე უაპელაციოდ უნდა მიიტანოს საზოგადოებამდე. მედიას ამიტომ აქვს ეთიკური სტანდარტები. სხვადასხვა რამეა ცნობისმოყვარეობა და საჯარო ინტერესი. ის, რაც მე - ერთ კერძო ადამიანს მაინტერესებს, არ არის საზოგადოებრივი ინტერესი. მედიას აქვს პასუხისმგებლობა, რომ სწორედ საჯარო ინტერესის მქონე საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. მნიშვნელოვანია ის, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია სახელმწიფომ, მედია ვერ დაარღვევს ამას, თუმცა, მედიამ ხელი შეუწყო ამის ტირაჟირებას. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი მაგდა პაპიძის საქმის გაშუქებაზე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები