მაგდა პაპიძის საქმე

ლაშა ქავთარაძე პაპიძის საქმეზე: მედიამ ეს პროცესი გადაზარდა სრულ ისტერიკაში

მაგდა პაპიძის მიმართ მედიამ არა მხოლოდ განაჩენი გამოიტანა, არამედ შექმნა მორალური კონსენსუსი და დღეს არ არსებობს არანაირი არგუმენტი, ალიბი, რაც მაგდა პაპიძეს გაამართლებს ქართველი მოსახლეობის თვალში. ეს მორალური კონსენსუსი ზემოქმედებს არა მხოლოდ მოსახლეობაზე, არამედ ნაფიც მსაჯულებზე, რომლებმაც რამდენიმე დღეში უნდა გამოუტანონ მაგდა პაპიძეს განაჩენი. არ ვიცი, ვინმე თუ არსებობს ისეთი, ვინც ამ საქმიდან შეიძლება, დაასკვნას, მაგდა პაპიძე ცალსახად დამნაშავეა, თუ ცალსახად უდანაშაულო, მაგრამ ასევე ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც სადღაც გულის სიღრმეში დარწმუნებული არ არის, რომ მაგდა პაპიძე არის დამნაშავე. ამაში 100%-იანი წილი მიუძღვის მედიას და პროკურატურას. მედიამ ეს პროცესი გადაზარდა სრულ ისტერიკასა და ქაოსში, ადამიანს გულწრფელად რომ გინდოდეს, შინაარსი გამოიტანო ამ საქმიდან, გაგიჭირდება. 

ჟურნალისტი ლაშა ქავთარაძე მაგდა პაპიძის საქმის გაშუქებაზე ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა.

კომენტარები