განათლების მინისტრი

ჯეჯელავა: მასწავლებლების დაფასებას ვგეგმავ და ეს ხელფასს სულაც არ უკავშირდება

დანაშაული ჩავიდინეთ, როდესაც 25 წლის განმავლობაში მასწავლებლებს ქვებს ვესროდით და ისინი მხოლოდ მაშინ გვახსენდებოდა, თუ სტუდენტი ვერ ჩააბარებდა. პირადად მე მასწავლებლების დაფასებას ვგეგმავ და ეს ხელფასს სულაც არ უკავშირდება. ვისაც ჰგონია, რომ მოტივაციის საიდუმლო ხელფასია, 50 წლის წინანდელი მენეჯმენტის წიგნები გადაყაროს. თანაც, ვინც სკოლაში ფულისთვის მოდის, გზა ეშლება.
მასწავლებლებს პროფესიული ღირსება უნდა დავუბრუნოთ. აი მაგალითად, "გუგლერობა" სუპერსაამაყოა, მართალია, ჩვენი რესურსებით "გუგლს" ვერ შევეჯიბრებით, მაგრამ მასწავლებლობას საამაყოს გავხდით. ამასთან, მათ დავეხმარებით ტექნოლოგიების ათვისებაში.

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები