არჩევნები 2016

პრემიერი GFK-ს კვლევაზე: სავარაუდოდ, პარლამენტში 100-ზე მეტ ადგილს ავიღებთ

ჩვენ ბევრი ასეთ კვლევა გვინახავს და გვინახავს ძალიან განსხვავებული შედეგები არჩევნებზე. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, აბსოლუტური დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ ქართული ოცნება ძალიან დიდი უპირატესობით  გაიმარჯვებს ამ არჩევნებზე და ვფიქრობ, რომ ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს. ძალიან დიდი უპირატესობით, კიდევ ვამბობ. ეს იქნება სავარაუდოდ 100-ზე მეტი ადგილი პარლამენტში. ვნახოთ, არჩევნები წინ არის, ჩვენ ვართ მოწოდებული რაც მთავარია, რომ ჩავატაროთ ერთ-ერთი საუკეთესო, დემოკრატიული არჩევნები საქართველოს უახლოეს ისტორიაში და ვაჩვენოთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი 2012 წლის არჩევნების შემდეგ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ შეაფასა, როგორც დემოკრატიული არჩევნები, მხოლოდ იმის გამო, რომ მოხდა ხელისუფლების ცვლილება. მაგრამ ის არჩევნები ნამდვილად ვერ შეფასდება დემოკრატიულად მისი წინასაარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, სადაც იყო უზარმაზარი ზეწოლა ოპოზიციასა და ნებისმიერ განსხვავებულ აზრზე. ამიტომ, ჩვენ ვაჩვენებთ აბსოლუტურად განსხვავებულ სტანდარტს და ეს იქნება ნამდვილად დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები. მოსახლეობა რასაც გადაწყვეტს, იქნება ის, თუმცა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი GFK-ს კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, არჩევნებზე ქართულ ოცნებას 22.4% დაუჭერდა მხარს, ხოლო ერთიან ნაცონალურ მოძრაობას - 21.7%.

კომენტარები