არჩევნები 2016

ბოკერია GFK-ს კვლევაზე: ივანიშვილი სჯობს, შეეგუოს ხალხის ნებას

ჩემთვის ორი აზრი არ არსებობს. ეს პოლიტიკური პროცესი კი არაა, ესაა მცდელობა ივანიშვილის მხრიდან, ოღონდ წარუმატებელი და ბოლომდე წარუმატებლად დარჩება, რომ რუსთავი 2-ის გაჩუმებით მან შეძლოს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ძალაუფლების შენარჩუნება არჩევნებზე. ეს არ მოხდება. სჯობს, რომ გონს მოეგოს და შეეგუოს ამომრჩევლებისა და ხალხის ნებას. GFK-ის კვლევაც ასახავს იმას, რომ ამომრჩევლების კრიტიკულ მასას ესმის, რომ ესაა სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის. მაშინ, როცა ხდება გაღარიბება და ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება, ერთადერთი სადარდებელი ივანიშვილისა და მისი მარიონეტებისთვს არის ის, თუ როგორ ჩაახშონ ის ინსტრუმენტები, რომლებიც ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვას უწყობს ხელს არჩევნებზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია GFK-ის კვლევის შედეგებზე.

კომენტარები