არჩევნები 2016

ბაქრაძე GFK-ს კვლევაზე: ქართველ ხალხს აღარ სურს უნიათო მთავრობა

ქართული ოცნებისთვის მოსაწონი ერთადერთი სამომავლო სცენარი არის ივანიშვილის წერილი. რაც შეეხება ყველა სხვა კვლევას, ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა კვლევა ცალსახად აჩვენებს, რომ ოცნების ხელისუფლების რეიტინგი არის მთლიანად ჩამოშლილი და ცალსახად აჩვენებს იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას აღარ სურს, იცხოვროს ქვეყანაში, რომელსაც ჰყავს უნიათო და საქმის არგამკეთებელი მთავრობა, რომელსაც არ ესმის ხალხის პრობლემა და რომელიც, მეტიც, აქეთ უმტკიცებს ხალხს, რომ ყველაფერი კარგად არის და უბრალოდ მოსახლეობა ვერ იგებს იმას, რამდენად კარგად ცხოვრობს დღეს. ასეთი ხელისუფლება ხალხს, რა თქმა უნდა, აღარ უნდა. ამას აჩვენებს ეს კვლევა. ამას აჩვენებს ყველა ის კვლევა, რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაშია გამოქვეყნებული და ამიტომ დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის არჩევნებზე დადგება ის შედეგი, რომელსაც აჩვენებს ეს კვლევები და რომელსაც იმსახურებს ქართველი ხალხი, რომ ქვეყანაში შეჩერდეს უკუსვლა, შეჩერდეს უძრაობა და ქვეყანა წავიდეს წინ, განვითარების მიმართულებით.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე GFK-ს კვლევაზე.

კომენტარები