საზოგადოება უსმენს ხელისუფლებას და განცხადებებს, რომლებიც უკავშირდება 90 დეპუტატს, 95 დეპუტატს, ახლა უკვე ასს. დარწმუნებული ვარ, ძალიან გული წყდებათ, რომ მათ აირჩიეს ხელისუფლება, რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს. ცარიელი მაცივრები, ათასობით დაკარგული სამუშაო ადგილი, დაბალი პენსია, შეუსრულებელი დაპირებები... არჩევნებამდე სამი თვით ადრე კი, გამოდის თითქმის მთელი ქართული ოცნება და ამბობს - ას ადამიანს შევიყვან პარლამენტშიო. "შევიყვან ათს, შევიყვან 95-ს, გამოვიყვან ამდენს" - ქარვასლა ხომ არ არის, ეს არის სახელმწიფო, ხელისუფლება უნდა ჰყავდეს წესით სათავეში, რომელიც უნდა ზრუნავდეს საზოგადოებაზე, ხალხზე და არა - ხმებს ითვლიდეს, რამდენ ადამიანს შეიყვანს პარლამენტში.
tbl.ge/1sbd
დაკოპირდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე, რომ ქართული ოცნება პარლამენტში, სავარაუდოდ, 100 ადამიანზე მეტს შეიყვანს.
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია