მამუკა ახვლედიანის გადაყენება

კახიძე: ახვლედიანი დაკვეთების შესასრულებლად შესაბამისი კანდიდატურა არ იყო

ქართული ოცნების ხელისუფლება 2012 წლის ბოლოდან ცდილობდა, კონტროლი დაემყარებინა სასამართლო სისტემაზე, საბოლოოდ, მაინც მოახერხა. მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება იყო სწორედ სასამართლოს გაკონტროლებისთვის ბრძოლის ნაწილი. როგორც ჩანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარე არ ასრულებდა ყველა იმ დაკვეთას, რომელიც მოდიოდა ხელისუფლებისგან. დაკვეთებს,  რომლებიც ეხებოდა მოსამართლეების შერჩევას, იმიტომ, რომ სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი კანდიდატურა არ იყო, როგორც ურთმელიძის და სააპელაციო სასამართლოს შემთხვევაში მოხდა. ამიტომ, ახვლედიანი გაათავისუფლეს. გამოაშკარავდა ქართული ოცნების კანონდარღვევა უკვე სახალხო დამცველის მხრიდან და კიდევ ბევრი კანონდარღვევა გამოაშკარავდება. საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს, თუ რა იდგა და რა პროცესები მიმდინარეობდა ამ გადაწყვეტილების უკან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ოთო კახიძე მამუკა ახვლედიანის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებაზე.

კომენტარები