აფეთქება სტამბოლში

ლაგვილავა: საქართველოს საკონსულოში გვითხრეს, ამდენ ქართველს სად გსდიოთო

Turkish Airlines-მა აიღო თავის თავზე სასტუმრო, სადაც გადაგვიყვანეს დღეს დილით, ძილიც კი ვერ მოვასწარით ისეთ გადარბენა-გადმორბენაში ვიყავით. საწყენი ის არის, რომ საკონსულომ ვერ გამოიჩინა სათანადო ყურადღება, სცოდნოდათ, რომ ქართველები კიდევ იყვნენ აეროპორტში და ერთი წარმომადგენელი მაინც უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთმა ქართველმა დარეკა აქედან საკონსულოში და ძალიან ცუდი პასუხი მიიღო, რომ ამდენს სად გსდიოთ ერთადო. კაცი როცა აღელვებულია, ასეთი საშინელი რამ აქვს გამოვლილი, ასე არ უნდა უპასუხო, რომ ამდენ ქართველს სად გსდიოთ და სად გეძებოთო. კორექტული არ არის, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ. ძალიან საწყენია. 

ოპერის მომღერალი ნიკოლოზ ლაგვილავა რუსთავი 2-თან საუბარში. ის გუშინ მომხდარი ტერაქტისას ათათურქის აეროპორტში იმყოფებოდა.

კომენტარები