ბიძინა ივანიშვილი

სანიკიძე: ივანიშვილმა სამოქმედო არეალი დაიპატარავა, თავის მასშტაბები შეიმცირა

ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ჩაუდგა სათავეში ქართულ ოცნებას, დაიპატარავა თავისი სამოქმედო არეალი. იმის მაგივრად, რომ მას შეეძლო, ყოფილიყო საერთო ეროვნული არბიტრი თუნდაც პოლიტიკაში, ის გახდა ერთ-ერთი მონაწილე პარტიის ლიდერი ანუ მან თავის მასშტაბები შეიმცირა ჩემდა სამწუხაროდ. ვფიქრობ დღესაც, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ეს იყო ძალიან სერიოზული შეცდომა. მას ეს არ უნდა ექნა. იმიტომ, რომ ის დღეს არის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახე.

ეროვნული ფორუმის ლიდერი გუბაზ სანიკიძე ტელეკომპანია იბერიის ეთერში.

კომენტარები