ნიშნიანიძე: 2012-ში დაპირებები გადაჭარბებული იყო, მაგრამ პოლიტიკაში "მოსულა"

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ 2012 წელს ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა. წინ გვყავდა რეჟიმი, რომელიც უნდა გაგვეშვა. ეს მარტო ჩვენი ნება კი არ იყო, ეს მარტო ქართული საზოგადოები ნება კი არ იყო, მსოფლიოს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნებაც იყო. შეთანხმება იყო ასეთი, რომ ამ რეჟიმის დატოვება აღარ შეიძლებოდა. ეს იყო დანაშაულებრივი რეჟიმი. შეიძლება, დაპირებები გადაჭარბებული იყო. არც ეს არის გამორიცხული, პოლიტიკაში ესეც "მოსულა". ოღონდ ძირითად დაპირებას არ უნდა ასცდე. ახლა, როდესაც საზოგადოება დაწყნარდა, მეტი სტაბილურობაა, მეტი სიმშვიდეა, უკვე რა განსაზღვრავს არჩევნებს? - არამარტო ის, რომ ვიღაც რაღაც ოცნების კოშკებს დაჰპირდება, არამედ იდეოლოგიურადაც ჩამოყალიბდება საზოგადოება. ვინ საით არის, რა მენტალობა აქვს, რა ხედვა აქვს... ანუ სპექტრი ნელ-ნელა დალაგდება. ამ შემთხვევაში, ამომრჩეველი აღარ იღებს დანაპირებს, ისედაც ვეღარ მოატყუებ. მაშინ, ოღონდ მოგვეცილებინა ის რეჟიმი და ყველაფერზე წამსვლელი იყო... დღეს, რომც მოინდომო, კობახიძე იქნება, ნიშნიანიძე თუ პეტრიაშვილი, საზოგადოებას ვეღარ მოატყუებ.

ქართული ოცნების წევრი ომარ ნიშნიანიძე საპარლამენტო არჩევნებზე.

კომენტარები