ცაგარეიშვილი: ენმ-მ თავის სლოგანში ჩვენი სლოგანის სიტყვა გაიმეორა

თქვენ იცით, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოვაცხადეთ ჩვენი წინასაარჩევნო სლოგანი და ზუსტად ერთი კვირის თავზე მათ გაიმეორეს იგივე სიტყვა თავიანთ მოწოდებაში. სიტყვა "უკეთესი“. ეს სულ მცირე უკეთური საქციელია. რაც შეეხება სხვა მოწოდებებს მათ სლოგანში, ვფიქრობ აბსოლუტურად გაუგებარია, რას ჰპირდებიან ადამიანებს, როგორ ჰპირდებიან, სად არის მათი უკეთესი საქართველო, ახალი ენერგიით აპირებენ თურმე ამ უკეთესი საქართველოს მოტანას. ეტყობა ფიქრობენ, რომ რაც პირველ ოქტომბრამდე დაგვაკლეს, 2016 წლის 8 ოქტომბრიდან უნდა შეგვისრულონ. ღმერთმა არ ქნას, ეს საქართველოში მოხდეს. რაც უნდა ხელი აფათურონ სხვის ნააზრევში, არაფერი გამოუვათ.

თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო შტაბის უფროსი გია ცაგარეიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სლოგანზე - "ახალი ენერგიით - უკეთესი საქართველოსთვის".

კომენტარები