ალასანია: ბიგვავა უკეთებს კვლევებს ივანიშვილს და არგებს მის ინტერესებს

არც კი გავცნობივარ ქართული ოცნების კვლევის შედეგებს, რაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ბუნებრივია. ბიგვავა უკეთებს კვლევებს ბიძინა ივანიშვილს და ის არგებს ყველაფერს მის ინტერესებს. ბიძინა ივანიშვილი და, ზოგადად, "ქართული ოცნება" ცხოვრობს პარალელურ სამყაროში. რეალობის აბსოლუტურად განსხვავებული შეგრძნება აქვთ, ვიდრე მთელს დანარჩენ საზოგადოებას. ამიტომ, გაუმარჯოს მათ იმ პარალელურ სამყაროში, სადაც არიან. ხალხი ფიქრობს სულ სხვანაირად. ხალხი ფიქრობს, რომ ეკონომიკა ვერ განვითარდა; რომ უფრო მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა, ვიდრე შეიქმნა. დარწმუნებული ვარ, რომ "თავისუფალი დემოკრატები" მართლაც შევქმნით უკეთეს ეკონომიკასა და ცხოვრებას. ამიტომ, ამ კვლევის შედეგებს არ ვიღებ სერიოზულად.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ქართული ოცნების შიდა წინასაარჩევნო კვლევაზე.

კომენტარები