სტამბოლის ტერაქტი

კვაჭანტირაძე ჩატაევზე: ქართულ ოცნებას სტამბოლის ტერაქტთან ნუ დააკავშირებთ

ქართული ოცნების ხელისუფლების დროს შეიძლება, ბევრი ადამიანი გათავისუფლდა, შეიძლება, გარკვეულწილად იყო რაღაც გადაცდენებიც, მაგრამ ნუ ეცდებით, რომ სტამბოლის ტერაქტი დააკავშიროთ ქართულ ოცნებასთან.

ამბობს უმრავლესობის ლიდერი ზურაბ კვაჭანტირაძე. REUTERS თურქულ სამთავრობო გაზეთ Yeni Safak-ზე დაყრდნობით წერს, რომ სტამბოლის ათათურქის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე აჰმედ ჩატაევია. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის დეკემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ე.წ. ლაფანყურის ოპერაციის დროს დაკავებული აჰმედ ჩატაევი ჯერ გირაოთი გაათავისუფლეს, შემდეგ კი პროკურატურამ მასზე სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტა.

კომენტარები