კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვართ, მოვიპოვებთ ძალიან მყარ უმრავლესობას

კვლევებით სპეკულაციას ბოლო უნდა მოეღოს იმიტომ, რომ ვნახეთ წინა გამოცდილებით, ეს კვლევები აცილებულია რეალურ შედეგს. გვქონდა ჩვენი შიდა კვლევები, საერთოდ არ ვაპირებდით გასაჯაროებას, მაგრამ დაიწყო მთელი განცხადებები, რომ ჩვენ გვეშინია გამოქვეყნების, ამიტომ იძულებული ვიყავით, გამოგვექვეყნებინა. ყველა პარტია მუდმივ რეჟიმში ახორციელებს სოციალურ კვლევას და ეს არ ეხება მხოლოდ საარჩევნო პროცესს. ეხება ქმედებებს, გადაწყვეტილებებს, როგორ აისახება საზოგადოებრივ აზრზე და ა.შ. დარწმუნებული ვართ, რომ მოვიპოვებთ ძალიან მყარ უმრავლესობას, ძალიან მყარ გამარჯვებაში ვართ აბსოლუტურად დარწმუნებული.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნების შიდა კვლევაზე.

კომენტარები