ქართული ოცნების შიდა კვლევა

მეტრეველი: ჩემი ინფორმაციით, ქართული ოცნების კვლევებში მეორე ადგილზე ვიყავით

უცბად კეთილი გამხდარა ქართული ოცნება და გადაუწყვეტია, რომ [შიდა კვლევაში ასახული სხვა პარტიების რეიტინგი არ გაასაჯაროოს და] ჩვენ არ გაგვანაწყენოს. ვის სჯერა ამ ახსნის? მე, ბუნებრივია, არ მჯერა. ჯენტლმენობა გამოვიჩინეთ და პატივი ვეცით სხვა პარტიებსო. ყელამდე ვართ მათი პატივისცემით - გამოაქვეყნონ. არ გვეშინია მათი კვლევების. ჩემი ინფორმაციით, ქართული ოცნების კვლევებში საერთოდ მეორე ადგილზე ვიყავით. მე მიჩნდება ეჭვი, რომ არ გამოაქვეყნეს სწორედ იმიტომ, რომ შეიძლება, ასეთი შედეგიც ყოფილიყო მათ კვლევებში და ეს ჩვენთვის რეკლამა იქნებოდა მათი მხრიდან. ვეჭვობ, სხვა პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ ისეთი რეიტინგი, რაც მათ, უბრალოდ, არ აწყობდათ.

პარტია" პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის" წევრი მერაბ მეტრეველი ქართული ოცნების შიდა კვლევაზე ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა.

კომენტარები