ვიზალიბერალიზაცია

შტაინმაიერი: ვიზალიბერალიზაცია იქნება, ერთადერთი საკითხია - როდის

ვიცი, რომ საქართველოში დიდი მოლოდინია ვიზალიბერალიზაციის მიმართ. მინდა, ცალსახად გითხრათ, რომ ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესი იყო, საქართველომ უდიდესი ნაბიჯები გადადგა წინ. ამას გამოკვეთილად ვაფასებთ. ამიტომ მე ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ არის - იქნება თუ არა, არამედ ერთადერთი საკითხია - როდის იქნება. ეს არის მთლიან ევროპულ კონტექსტში ჩართული. ჩვენ უნდა გვქონდეს განსაკუთრებული პრევენციული ზომები, რათა იყოს ქმედითი შეჩერების მექანიზმი. არსებული განრიგით, ეს პროცესი უახლოესი კვირების განმავლობაში დასრულდება. ყოველ შემთხვევაში, საკონსულტაციო პროცედურა გრძელდება და მაქსიმალურად სწრაფად დასრულდება. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თბილისში, ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ოფიციალური თარგმანი.

კომენტარები